Sunday, January 13, 2019

მათემატიკის წრის პროგრამა


მათემატიკის წრის პროგრამა

მათემატიკის წრე - „ჩვენ და მათემატიკა“

ასაკობრივი ჯგუფი:     მე-3 კლასი
წრის ხელმძღვანელი:  მ.ხიზანიშვილი
მიზნები:   
·         ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება;
·         მათემატიკური და  ლოგიკური აზროვნების განვითარება;
·         მათემატიკური წიგნიერების განვითარება.

შედეგი:
           მოსწავლეები შეძლებენ
Ø  კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადევატურ ხერხის შერჩევს და გამოყენებს;
Ø  გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით  დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის მოქმედების დემონსტრირებას - გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით;
Ø  რიცხვების და ციფრების, როგორც ჭდეების გამოყენებას (მაგალითად, სახლის, ტელეფონის, მანქანის ნომერი).
Ø  ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის  მითითებული ელემენტის წინასახის მოძებნას(მაგალითად, მოცემული ცხრილისათვის, რომელიც გამოსახავს, თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, ე.ი. შესაბამისობას: “მოსწავლე ნიშანი”, ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო 6).
Ø  რეალური ვითარების გამომსახველ მთელრიცხოვან ვივალენტურ გამოსახულებებშექმნას (მაგალითად, სასწორის წონასწორობა, ირჩევს ფულის შესაფერის ნიშნებს მითითებული თანხის წარმოსადგენად და დასახურდავებლად);
Ø  სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებ ამოცნობას არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში;
Ø  ფიგურათა გვერდებგაზომვ სახაზავის გამოყენებით და  გაზომვის შედეგებიაფიქსირებ რომელიმე სტანდარტულ ერთეულში (მაგალითად, 3 სმ ან 30 მმ).
Ø  მონაცემებაჯგუფება და  იმ ნიშნებ ასახელებს, რომელთა მიხედვითაც მოახდინა დაჯგუფება;
Ø  მასწავლებლის მიერ მომზადებულ ბადეზე ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით პიქტოგრამის შექმნას (მაგალითად, სქემატურად გამოსახავს თითოეულ ობიექტს ბადის შესაბამის უჯრაში).



Thursday, January 10, 2019

მათემატიკის წრე


ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო !
           

   სსიპ ქალაქ მცხეთის N 1 საჯარო სკოლაში 2018-2019    სასწავლო  წლის 4 თებერვლიდან  მუშაობას იწყებს  მათემატიკის წრე მესამე კლასის მოსწავლეებისათვის . წრის მეცადინეობები  ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 15:00სთ.
მსურველებს გთხოვთ ,გამოგვეხმაუროთ. 


წრის ხელმძღვანელი:  დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინა ხიზანიშვილი







Monday, September 10, 2018


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის

ანგარიში





ავტორები:   სსიპ მცხეთის # 1 საჯარო სკოლის მე-4 კლასების ქართული ენისა  და ლიტერატურის პედაგოგები:

 მარინა ხიზანიშვილი

ნელი ზაქაიძე







საკვლევი თემა:

 
საინფორმაციო ტექსტის გაგება -გააზრების პრობლემები 

მე-4 კლასებში  და მათი გადაჭრის გზები



2018 წელი













სარჩევი

შესავალი

საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------------------------------- 4

საკითხის  აქტუალურობა -------------------------------------------------------------------6

თავი I

 ლიტერატურის მიმოხილვა

ეროვნული სასწავლო გეგმა –-------------------------------------------------------------------------8

სხვა კვლევების მიმოხილვა  -----------------------------------------------------------------------------10

თავი II

კვლევის დიზაინი  

დასმული კითხვები  ----------------------------------------------------------------------------------11

მიზნები -----------------------------------------------------------------------------------------11

ამოცანები ---------------------------------------------------------------------------------------11

მეთოდები --------------------------------------------------------------------------------------12

პირველადი მონაცემების ანალიზი ---------------------------------------------------------12

თავი III

ქმედებები/ინტერვენციები

ფოკუსირებული ტესტირება-----------------------------------------------------------------18

დაკვირვება-------------------------------------------------------------------------------------19

მშობელთა ანკეტირება------------------------------------------------------------------------21

მოსწავლეთა ანკეტირება---------------------------------------------------------------------22

პრობლემის მიზეზები------------------------------------------------------------------------22

ინტერვენციის გეგმის დასახვა და განხორციელება--------------------------------------23

ინტერვენციის შედეგები---------------------------------------------------------------------26

თავი IV

დასკვნები

კვლევის მიგნებები---------------------------------------------------------------------------27

კვლევის ნაკლოვანებები---------------------------------------------------------------------27

რეკომენდაციები -------------------------------------------------------------------------------------27

თავი VI

ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------------------------------------28

თავი VII

დანართი – --------------------------------------------------------------------------------------------29



რეფლექსია-------------------------------------------------------------------------------------------44











































შესავალი

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ კითხვის უნარია, წიგნიერება სწავლის საფუძველია. კითხვის საბაზო უნარის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ის ხელს უწყობს იმ სააზროვნო პროცესების განვითარებას, რომლებიც ეფექტური სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე.  „მოზარდები, რომელთაც უჭირთ კითხვა მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან სკოლაში სწავლისას და ხშირ შემთხვევაში ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს ვერც სკოლაში და ვერც ცხოვრებაში.“ (Basic Skills Agency, 1997).

      ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე წაკითხულის გაგება-გააზრების უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფუნდამენტური უნარი განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებებს ნებისმიერ საგანში. დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის ყველა მასწავლებლის მთავარ საზრუნავს სწორედ  წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება წარმოადგენს. ამისათვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში საკუთარ პრაქტიკაში მიღწეული წარმატებებისა და ხარვეზების აღმოჩენა, გაანალიზება და აღმოფხვრა. ამავე დროს მნიშვნელოვანია პრევენციის მიზნით  შემდგომ მუშაობაში კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების გათვალისწინება.

            კითხვის სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი შედეგია ის, რომ კარგი მკითხველი სწრაფად და ზუსტად იგებს წაკითხულის შინაარსს და არსს.       წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა შესაძებელი; ა)   სიტყვასიტყვით გაგების დონეზე,                ბ) ანალიზისა და დასკვნის გამოტანის(ჩაწვდომის) დონეზე და გ)  კრიტიკული შეფასების დონეზე.

            წაკითხულის გაგება-გააზრებაზე ზემოქმედებს შემდეგი ფაქტორები: მკითხველი, ტექსტი, მიზანი და სიტუაციური კონტექსი/გარემო.  მკითხველი არის სუბიექტი, რომელიც ჩართულია გაგება-გააზრების პროცესში, (მაგ. მე-4 კლასელი მოსწავლე); ტექსტი არის საკითხავი მასალა, რომელსაც იაზრებს მკითხველი(მოთხრობა, ლექსი, სტატია, სარეკლამო განცხადება და სხვა) მიზანი გულისხმობს გააზრების ამოცანას, რომლის შესრულებასაც ცდილობს მკითხველი და იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ამისთვის იყენებს(მაგ. ნაწარმოების ძირითადი იდეის დადგენა, მოვლენების თანმიმდევრობის დროით ღერძზე წარმოდგენა, თემისა და დეტალების ამოცნობა და სხვა.) კონტექსტი კი არის იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომელშიც მიმდინარეობს კითხვის პროცესი.



       ყოველივე  ეს შეიძლება სქემატურად წარმოვადგინოთ ასე:







            ის მკითხველი, რომელიც წაკითხულის გააზრების ძლიერი უნარებით გამოირჩევა, კითხვისას მრავალ კოგნიტურ სტრატეგიას იყენებს, როგორიცაა წარმოდგენა და წარმოსახვა წაკითხული სცენების, მოქმედებების, გმირების, სიტუაციების ვიზუალიზება. ტექსტის წაკითხვისას მას ებადება კითხვები და ცდილობს ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, კითხვისას აკონტროლებს, რა გაიგო და რა - ვერა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებს, შეუძლია ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრების შეჯამება და ვარაუდების გამოთქმა. ყოველივე ზემოთქმულის განსახორციელებლად, კარგი მკითხველი ხშირად უბრუნდება წაკითხულ ეპიზოდებს და კითხვის მიზნების შესაბამისად ცვლის კითხვის სტრატეგიებს.(სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“; 2015; გვ.214)



 წაკითხულის გააზრება, შეიძლება ითქვას, რომ აზროვნების ისეთი  პროცესია, როდესაც მკითხველი თვითონ ქმნის წაკითხულის მნიშვნელობას ტექსტში გადმოცემული ინფორმაციისა და აზრის უფრო ღრმად გასაგებად.  წაკითხულის გასაგებად მკითხველმა საკუთარი გამოცდილებიდან უნდა გამოიყენოს ტექსტის შესატყვისი ინფორმაციული ცოდნა და ამავე დროს დაუკავშიროს ახალ ინფორმაციას, გაიაზროს და გაუკეთოს ინტერპრეტაცია.

წაკითხულის ეფექტიანი გააზრება გულისხმობს:

·         სიტყვების სწრაფ დეკოდირებასა და ამოცნობას;

·         მთავარი აზრისა და დეტალების გამოკვეთას;

·         ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნას;

·         მოვლენების თანმიმდევრულობის დადგენას;

·         შეჯამება-რეზიუმირებას;

·         მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრას;

·         დაჯგუფებასა და კატეგორიზაციას;

·         პრობლემის აღმოჩენასა და გადაჭრას;

·         შედარებას: მსგავსება-განსხვავების დადგენას.

         კარგი მკითხველი კითხვისას ცდილობს მეტაკოგნიცია გაუწიოს საკუთარ თავს: დაუბრუნდეს წაკითხულ ადგილებს, იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორად გაიგო  მიწოდებული აზრი, შესაძლოა, რომელიმე სიტყვის მნიშვნელობაც დააზუსტოს, დასვას შეკითხვები და გამოთქვას ვარაუდები. ამავე დროს კარგი მკითხველი მოქნილად იყენებს კითხვის სტრატეგიებს: ცვლის ერთ სტრატეგიას მეორეთი,  ტექსტის ნაწილების სირთულიდან და კითხვის მიზნიდან გამომდინარე.

     

  საკითხის  აქტუალურობა

        წაკითხულის გააზრება ერთდროულად კოგნიტური (შემეცნებითი) და აფექტური (ემოციური) აქტივობაა. კარგი მკითხველი აქტიურად არის ჩართული ტექსტის შინაარსში, როგორც შემეცნებითი თვალსაზრისით, ისე ემოციურადაც. წაკითხულის გააზრების სუსტი უნარის მკითხველებს არ გააჩნიათ  ყველა ის ნიშანი რითაც ხასიათდებიან კარგი მკითხველები. მათი სუსტი უნარი - გაარჩიონ და სწარაფად იცნონ სიტყვები, დაუკავშირონ ტექსტის სხვადასხვა ადგილი ერთმანეთს, გაიხსენონ ტექსტში გადმოცემული დეტალები - ხელს უშლით წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას. ასეთი მკითხველი მეტწილად არ ბრუნდება უკან წაკითხული აზრის დაზუსტებისა და ნათლად გაგების მიზნით, მისთვის ძნელია წაკითხულის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, არ აქცევს ყურადღებას დეტალებს და უჭირს წაკითხულის შეფასება, ანუ კრიტიკულად გააზრება. ამრიგად, სუსტი მკითხველი არ ფლობს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას და უჭირს ტექსტის გააზრება და ინტერპრეტაცია.

       მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი აწყდება რიგ სირთულეებს, რომლებიც სწავლების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად ვლინდება:  გაგება-გააზრებაზე ორიენტირება ანბანისა და დეკოდირების სწავლების პარალელურად; გაგება-გააზრების საწყისი სტრატეგიების მოდელირება და გავარჯიშება;  მხატვრული ტექსტების პარალელურად საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება. 

        წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რატომ აქვს მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფს ესა თუ ის შედეგი, როგორია მისი დამოკიდებულება კითხვისადმი: რა სიხშირით კითხულობს, რას კითხულობს, რამდენადაა მოტივირებული, ანიჭებს თუ არა კითხვა სიამოვნებას, რა საჭიროებები აქვს კითხვაში, რამდენადაა ჩართული კითხვის პროცესში,  როგორ ეხმარება ოჯახი ბავშვს კითხვის უნარის განვითარებაში, როგორია ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი.

        პრაქტიკამ დაგვანახა, რომ წაკითხულის  გაგება-გააზრების პრობლემები მოსწავლეებში უფრო ხშირად თავს იჩენს საინფორმაციო ტექსტებთან მიმართებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან შეფერხებებს უქმნის მოზარდებს, რომლებიც გადადიან მე-5 კლასში და აქტუალური ხდება სხვადასხვა საგნებში საინფორმაციო ტექსტების  გაგება-გააზრების პროცესი.



      წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ მცხეთის # 1 საჯარო სკოლის მე-4 კლასების ქართული ენისა  და ლიტერატურის პედაგოგების - ნელი ზაქაიძისა და მარინა ხიზანიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის   ანგარიშს თემაზე „საინფორმაციო ტექსტების გაგება - გააზრება  მე-4 კლასებში“.

     ნაშრომში განხილულია  სკოლაში არსებულ  სამ მე-4 კლასში საინფორმაციო ტექსტების გაგება - გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემებური საკითხები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციული ღონისძიებები,  შედეგების ანალიზი, კოლეგებთან კვლევის ანგარიშის გაზიარების რეფლექსია.

       სამიზნე ჯგუფად განვსაზღვრეთ  სსიპ  ქალაქ მცხეთის # 1 საჯარო სკოლაში არსებული მეოთხე კლასების მოსწავლეები: მე-4 -ა კლასის 22 მოსწავლე, მე-4-ბ კლასის 21 მოსწავლე და მე-4-გ კლასის 22 მოსწავლე.



 

   ლიტერატურის მიმოხილვა

 ეროვნული სასწავლო გეგმა

არამხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადმიანისათვის უმნიშვნელოვანესი უნარია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებით საფეხურზე იწყება. საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს

ინფორმაციის გაგება და ანალიზი;

სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;

სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად წაკითხვა;

სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.

    

  სტანდარტის მიხედვით, მეოთხე კლასის ბოლოს   მისაღწევი შედეგები კი განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);

·         მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;

·         ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიულ რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);

·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;

·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;

·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;

·         განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;

·         განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;

·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.



შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;

·         ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;

·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;

·         ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;

·         აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ  ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო  ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი  დაეყრდნო  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;

·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში (დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებული ვარ, არა ვარ დარწმუნებული);

·         უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;

·         იცის და ასახელებს სხვადასხვა  ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას   უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემულ ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის  საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);

·         აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;

·         სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;

·         სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);

·         ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).









სხვა კვლევების მიმოხილვა

     კვლევები ცხადყოფს, თუ მოსწავლემ 9 წლის ასაკს ისე გადააბიჯა, რომ კითხვის საბაზისო უნარები არასათანადოდ ჩამოუყალიბდა, მისი შემდგომი აკადემიური მოსწრება საშიშროების წინაშე დგება. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა არასახარბიელო სურათი დახატა: 2006 და 2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა -PIRLS- წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში. ამავე კვლევების მიხედვით, ზოგადად, საქართველოს მაჩვენებელი კითხვით უნარებში 9-10 წლის მოზარდებში მკვეთრად ჩამოუვარდება მსოფლიოს 45 ქვეყნის საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.



წელი
მონაწილე ქვეყნები
საქართველოს ადგილი
PIRLS-ის საშ. ქულა
საქართველოს საშ. ქულა
2006
45
37
500
471
2011
45
34
500
488

    

2015 PISA-ს კვლევების მიხედვით წელს წაკითხულის გააზრებაში მოსწავლეთა საშუალო ქულამ OECD-ის ქვეყნებისათვის 493 შეადგინა(სტ. შეცდ.=0.5). სხადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა საშუალო ქულა სწორედ ამ ნიშნულს ედრება. საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა(70 ქვეყანას შორის), რომელთა საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს(401 ქულა, სტ. შეცდ.=3.0) საქრთველოს რეიტინგული ადგილი 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული 70 ქვეყნიდან. („მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA. საქართველოს ანგარიში PISA 2015; თბილისი 2017; გვ. 65)

        PIRLS–ის     უახლესი   კვლევის   შედეგი   კი    საქართველოსთვის   მეტად საგანგაშოა -  მოსწავლეთა    14%–ს წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია - (ყველა სიახლე- ARIS.GE. განათლება, 6 მაისი, 2018; გვანცა ღვედაშვილი.)









კვლევის დიზაინი

      დასმული კითხვები

       კვლევის მთავარ კითხვად დავისახეთ - რა არის მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები?

    კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბეთ შემდეგი კითხვები:

·         როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვისადმი?

·         რა სიხშირით კითხულობენ?

·         რას კითხულობენ?

·         რა სირთულეები აქვთ კითხვაში?

·         როგორ ეხმარება ოჯახი ბავშვს კითხვის უნარის განვითარებაში?

·         ყველა მოსწავლისთვის არის თუ არა საკმარისი გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები?

·         როგორ მუშაობენ მოსწავლეები მწირი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე?

·         როგორ იყენებენ მოსწავლეები კითხვის პროცესში გაგება-გააზრების სტრატეგიებს?

·         რა მიმართულებით უნდა გავაუმჯობესოთ მუშაობა?



კვლევის მიზნები

გამოვკვეთეთ კვლევის  მიზნები:

      მეოთხე კლასებში საინფორმაციო ტექსტის გაგება- გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა, დადგენა, გამოკვლევა.

      პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.

      შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.

      მიღწეული შედეგების შეფასება.



კვლევის ამოცანები

დასახული მიზნების მისაღწევად  შევიმუშავეთ  ამოცანები:

·         პირველადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება

·         ფოკუსირებული ტესტირების შედეგების მონაცემების შეგროვება

·         ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი

·         სტრატეგიების შერჩევა

·         ინტერვენცია

·         მონიტორინგი და შეფასება

კვლევის მეთოდები

     კვლევის მეთოდებიდან ავირჩიეთ როგორც თვისობრივი (დაკვირვება, დიაგნოსტიკური ტესტირება), ასევე რაოდენობრივი მეთოდები (სკრინინგი, ანკეტირება მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან): 

·         მოსწავლეთა ტესტირება

·         მშობელთა და მოსწავლეთა ანკეტირება (გამოკითხვა)

·         პროცესზე დაკვირვება

შეგროვებული მასალა ვაწარმოეთ დღიურების სახით.

კვლევა განვახორციელეთ 2018 წლის მარტი-მაისის პერიოდში.



პირველადი მონაცემთების ანალიზი

მონაცემთა შეგროვება მოვახდინეთ შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

·         სკრინინგული ტესტირება

·         დიაგნოსტიკური ტესტირება

სკრინინგული და დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის გამოვიყენეთ ტესტები(G-PRIED-ის დიაგნოსტიკური ტესტები მე-4 კლასისთვის;) (დანართი #1)



პირველადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება

პირველადი მონაცემები წაკითხულის  გაგება-გააზრების შესახებ მოვაგროვეთ 2017წლის ოქტომბრის თვეში მე-4 კლასებში ჩატერებული სკრინინგული ტესტირების, 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის მარტის თვეში ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესირების შედეგების მიხედვით. გამოსაკვლევ საკითხებად შევარჩიეთ ლექსიკური მარაგის ფლობა, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება.













სკრინინგი -ოქტომბერი 2017


დიაგნოსტირება დეკემბერი-2017




დიაგნოსტირება მარტი-2018

      ტესტირების შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს უჭირთ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება, რაც პროცენტულად ასე გამოიყურება;



პირველადი მონაცემების პროცენტული მაჩვენებელები:

სკრინინგი -ოქტომბერი 2017












დიაგნოსტირება დეკემბერი-2017










დიაგნოსტირება მარტი-2018




დიაგრამებიდან ჩანს, რომ წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოსწრების დინამიკა  დადებითია, თუმცა, საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია:

2017 წლის ოქტომბრის  მონაცემებით საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება უჭირს მოსწავლეთა 52%-ს, 2017 წლის დეკემბერის მონაცემებით-45%-ს, ხოლო 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით-30%-ს.





ქმედებები და ინტერვენციები

პრობლემის მიზეზების დადგენის მეთოდები:

ინტერვენციების განხორციელებამდე დავადგინეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები

·         ფოკუსირებული ტესტირება

  • დაკვირვება

      მშობელთა ანკეტირება

      მოსწავლეთა ანკეტირება



ფოკუსირებული ტესტირება

ტესტირების  ანალიზის შედეგად გამოვავლინეთ რისკ-ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ დაბალი შედეგები საინფორმაციო ტექსტის გაგება - გააზრებაში. ამ ჯგუფში მოხვდა 16 მოსწავლე, რომელთა ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად  ჩავატარეთ ფოკუსირებული ტესტირება საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაში(G-PRIED-ის დიაგნოსტიკური ტესტები მე-4 კლასისთვის;) (დანართი #2)



ფოკუსირებული ტესტირება მოხდა შემდეგი მიმართულებებით:

      ლექსიკური მარაგი

      თემისა და დეტალების გამოკვეთა

      ინფორმაციის დახარისხება

      კითხვის სტრატეგიების გამოყენება

ტესტირების შედეგი წარმოვადგინეთ დიაგრამის სახით






დიაგრამიდან იკვეთება, რომ 16 მოსწავლიდან 11 მოსწავლეს უჭირს ინფორმაციის დახარისხება, 10-კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება, 7-თემისა და დეტალების დაფიქსირება, ხოლო 9-ს-ლექსიკური მარაგი მწირი აქვს.



დაკვირვება

ლექსიკურ ერთეულების განმარტებების, გაწაფული კითხვისა და კითხვის სტრატეგიების გამოყენების უნარებზე დაკვირვება ვაწარმოეთ სხვადასხვა სახის ტექსტებზე მუშაობის პროცესში. შედეგები ავსახეთ ცხრილში:

მოსწავლე #
განმარტავს სიტყვებს
კითხულობს  მოქნილად
იყენებს გაგება-გააზრების სტრატეგიებს
1
+
2
+
+
3
+
+
4
5
+
6
7
+
+
+
8
+
9
+
10
+
11
+
12
13
+
+
14
+
15
+
16
+





მიზეზების გამოსავლენად გადავდგით შემდგომი ნაბიჯები:

      მშობლების ინფორმირება

      კითხვის გაკვეთილებზე მოსწავლეთა დიფერენცირება მზაობის მიხედვით

      ინტერვენციის გეგმის დასახვა





თავდაპირველად შევიმუშავეთ ინტერვენციის განსახორციელებელი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც  შევხვდით სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა მშობლებს და მივაწოდეთ მათ ინფორმაცია და ვთხოვეთ თანამშრომლობა მათთან და მათ შვილებთან გასაწევი საქმიანობის შესახებ; შევთანხმდით მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირების თაობაზე.

            განვახორციელეთ მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა წინასწარ შემუშავებული  კითხვარის მიხედვით.



































მშობელთა ანკეტირება



მოსწავლის მშობლის#
კითხულობს შვილთან ერთად
უკითხავს მხატვრულს
უკითხავს საინფორ
მაციოს
მსჯელობენ წაკითხულის შესახებ
იცის შვილის საჭიროებები
1
+
+

+
+
2
+
+
+

+
3




+
4
+
+

+
+
5
+
+
+
+
+
6




+
7
+
+

+
+
8




+
9
+
+
+
+
+
10
+
+


+
11




+
12
+
+
+

+
13
+
+

+
+
14




+
15
+
+
+
+
16
+
+


+
ჯამი
11
11
4
7
16











მოსწავლეთა ანკეტირება

 მოსწავლის
#
კითხულობსკლასგარეშე ლიტერატურას
უფრო მეტად კითხულობს მხატვრულ ტექსტებს
აინტერესებს საინფორმაციო ტექსტები
ეძებს გაუგებარი სიტყვების განმარტებებს
უჩნდება შეკითხვები
კითხვის დროს იყენებს სტრატეგიებს
1
+
+

+
+
+
2
+
+
+
+


3






4
+
+

+
+

5
+
+


+

6






7
+
+
+
+
+
+
8






9




+

10
+
+
+
+


11






12
+
+




13
+
+

+


14






15
+
+
+
+
+
+
16
+
+

+


ჯამი
10
10
4
8
6
3



პრობლემის მიზეზები

ფოკუსირებული ტესტირების, მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა  მიზეზები, რომლებიც იწვევენ საინფორმაციო ტექსტების გაგება- გააზრების პრობლემებს:

      მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას

      ისინი, ვინც კითხულობენ, ნაკლებად იტაცებთ საინფორმაციო ტექსტების კითხვა

      მოსწავლეებს აქვთ მწირი ლექსიკა

      კითხვისას არ იყენებენ გაგება-გააზრების სტრატეგიებს



ინტერვენციის გეგმის დასახვა და განხორციელება

კითხვის გაკვეთილებზე მოსწავლეთა დიფერენცირება მზაობის მიხედვით

კვლევის პერიოდში დავგეგმეთ ქართული ენის და ლიტერატურის კითხვის გაკვეთილები მეოთხე  კლასებში დიფერენცირებული მიდგომით, სადაც დაბალი მზაობის ჯგუფში მოიაზრებოდა მოსწავლეები სამიზნე ჯგუფიდან.



ინფორმაციული ტექსტების გაგება - გააზრების პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ შევიმუშავეთ ინტერვენციის სამოქმედო გეგმა. კითხვის სწავლა-სწავლების ოპტიმალურ მოდელად ავირჩიეთ გაგება-გააზრების უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების ნაბიჯ- ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა, რაც გულისხმობს შემდგომ ნაბიჯებს:

nabiji 1. – „მე ვაკეთებ თავდაპირველად მოსწავლეებს ვუჩვენებდით, თუ როგორ ვიყენებდით სამიზნე სტრატეგიას, ამისთვის ვარჩევდით მათთვის საინტერესო ტექსტს და ვიყენებდით ხმამაღალი ფიქრის ტექნიკას.

nabiji 2. –“ერთად ვაკეთებთგადავდიოდით ერთობლივ პრაქტიკაზე, ანუ სტრატეგიას ვიყენებდით ერთობლივად, დემონსტრირების პროცესს ჩვენ წარვმართავდით და პერიოდულად შიგ ვრთავდით მოსწავლეებს..

nabiji 3. –“ მართული პრაქტიკა-მე ვეხმარებივატარებდით მართული პრაქტიკის აქტივობებს, ვთავაზობდით მოსწავლეებს სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას წყვილებსა და სამეულებში. იქვე ვაწვდიდი კონსტრუქციულ უკუკავშირს.

nabiji 4. –“შენ აკეთებვაძლევდით საშუალებას მოსწავლეებს დამოუკიდებლად გამოეყენებინათ სამიზნე უნარ-ჩვევა/სტრატეგია. ვაძლევდით საშუალებას სტრატეგიების გამოყენების შედეგებზე სასაუბროდ, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და შთაბეჭდილებების გამოსახატად.















შევარჩიეთ  ტექსტები საიტზე - http://kargiskola.ge/teacherintro/workbooks.php; 2018წელი, მარტი-მაისი.

  შევადგინეთ სამუშაო გეგმა:

#
მიზანი
ტექსტი
პერიოდი
1
მთავარი აზრისა და დეტალები გამოკვეთა
19.03-23.03
2
ფაქტებისა და მოსაზრებები განსხვავება
26.03-30.03
3
მოვლენების თანმიმდევრობის დაფიქსირება
საჭმლის მონელება,    როგორ დავრგოთ ხე
02.04-05.04
4
შეჯამება (რეზიუმირება)
გრიპი, ადამიანი და მისი ცხოვრება
10.04-13.04
5
მიზეზებისა და შედეგების დადგენა
ფერადი ზღვები, ხის ბიჭუნას ამბავი
17.04-20.04
6
დაჯგუფება (კატეგორიები)
ვარსკვლავები და გალაქტიკები, რას მალავს მიწა
24.04-27.04
7
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
ასტრონავტი, შეუძლია თუ არა ფუტკარს თვლა
01.05-04.05
8
შედარება (მსგავსება-განსხვავებები)
ზამთრის ძილის მოყვარულები, ზღვის ვარსკვლავი
07.05-11.05
9
ინფორმაციის დახარისხება
ამფიბია, სახლები
14.05-18.05
10
შეჯამება (პოსტტესტი)
G დიაგნოსტიკური ტესტი
21.05-25.05







     გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა (საინფორმაციო ტექსტების გაგება - გააზრების თვალსაზრისით) დავგეგმეთ და განვახორციელეთ გაგება-გააზრების ძირითადი მეთოდებისა და გრაფიკული სქემების გამოყენებით:

·         კლასტერული რუკა

·         მოლოდინების გზმკვლევი

·         პარალელების გავლება/კავშირების დამყარება

·         მახასიათებლების ცხრილი

·         თემა და დეტალები

·         გავიგე... ვერ გავიგე....

·         3...2...1...

·         ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე...

·         ასოციაციური კავშირები

·         ვიზუალიზაცია

·         მონიშვნებით კითხვა

·         წყვილებში კითხვა

·         და სხვა...

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად სისტემატურად ვიყენებდით ლექსიკონებს და შემდეგ აქტივობებს: სიტყვის რუკა, სიტყვის პირამიდა, სინონიმების ბანქო, სიტყვების დაჯგუფება კატეგორიებად, სინონიმთა და ანტონიმთა წრე, სიტყვების გამომძიებელი და სხვა .... (დანართი #3))

დასახული მიზნის განსახორციელებლად გამოვიყენეთ სასკოლო და სასწავლო-საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები:

      სასკოლო სახელმძღვანელოები

      G-prieD საკითხავი წიგნები

      ლექსიკონები

      G-prieD გრაფიკული სქემები

      G-prieD მოსწავლეთა სამუშაო ბარათები

      G-prieD პოსტერები

      G-prieD დიაგნოსტიკური და ფოკუსირებული ტესტები

      G-prieD სასწავლო - მეთოდოლოგიური რესურსების კრებული

      ვიდეორესურსები



გეგმით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდეგ შედეგების მონიტორინგის მიზნით ჩავატარეთ დიგნოსტიკური ტესტირება - http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/maldivis%20kunzulebi.pdf;      

2018 წელი, მარტი-მაისი.

ინტერვენციის შედეგები






















პრეტესტისა და პოსტტესტის შედარებითი ანალიზი:




შედარებითმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ გაწეული მუშაობის შემდეგ მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც გვაძლევს შემდეგი დასკვნის გამოტანის უფლებას:



დასკვნები

         ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებისას წარმოქმნილი პრობლემები და გამომწვევი მიზეზები; ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გადავდგით გარკვეული ნაბიჯები ინტერვენციების სახით, რომლებმაც გამოიღო დადებითი შედეგები, გამოიკვეთა მიგნებები:

კვლევის მიგნებები

·         სწავლა-სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების ღმოსაფხვრელად კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას;

·         საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პროცესის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზებია:

Ø  მშობელთა არასათანადო დაინტერესება და ჩართულობა ბავშვთა წიგნიერების განვითარების პროცესში;

Ø  მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია კითხვისადმი;

Ø  ლექსიკური მარაგის სიმწირე;

Ø  გაგება-გააზრების სტრატეგიების  არასათანადო ცოდნა და გამოყენება;

Ø  საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემის აღმოსაფხვრელად ეფექტურია ინდივიდუალური და დიფერენცირებული მიდგომები.



კვლევის ნაკლოვანებები

        კარგი იქნებოდა: კვლევის პროცესში კოლეგებისთვის არაერთგზის გაგვეზიარებინა კვლევის მიმდინარეობა, მიგვეღო მათგან უკუკავშირი და გაგვეთვალისწინებინა მათი რჩევები; 

ძირითადი რეკომენდაციები საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების უნარების გასავითარებლად:

1.      მოსწავლეებს დავუსახოთ წაკითხვის მიზანი;

2.      წასაკითხად შევურჩიოთ მზაობის შესაფერისი ტექსტები;

3.      ხშირად გამოვიყენოთ „ხმამაღლა ფიქრის“ მეთოდი, რათა თვალყური მივადევნოთ მათ აზროვნებას;

4.      ხშირად დავუსვათ „რატომ?“  შეკითხვა;

5.      ვასწავლოთ ტექსტის ტიპები და სტრუქტურა;

6.      ვიზრუნოთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე;

7.      დავაკავშირებინოთ კითხვა წერასთან;

8.      ხშირად ვასაუბროთ და ვამსჯელოთ წაკითხულის შესახებ;

9.      მივაჩვიოთ კითხვისას გაგება-გააზრების სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას;

10.  გავწაფოთ ვიზუალური სქემების/გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებაში;

11.  აქტიურად გამოვიყენოთ მედიარესურსები;

12.  მუდმივად ვაწარმოოთ მონიტორინგი და მივცეთ კონსტრუქციული უკუკავშირი.



ბიბლიოგრაფია

·         ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)

·         სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“;

·         კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, 2015

·         მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA.საქართველოს ანგარიში PISA 2015; თბილისი 2017.

·         ბესელია ნ, პაპავა პ, წიგნიერება დაწყებით კლასებში, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011

·         კითხვის ეფექტური მეთოდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერო ვნული ცენტრი, თბილისი, 2010 

·          ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასები, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის 2011- 2016 წლების ეროვნულის სასწავლო გეგმის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი,

·         პაპავა პ, ჭანტურია თ, წიგნიერება - მასწავლებლის სახელმძღვანელო, 2012

·         მეოთხე კლასის ქართული ენის და ლიტერატურის დიაგნოსტიკური ტესტები http://kargiskola.ge/SC/eaccess1.php

·         სამუშაო ბარათები ქართულ ენასა და ლიტერატურაში  მეოთხე კლასისთვის http://kargiskola.ge/teacherintro/workbooks.php











დანართი

(დანართი #1)








ლექსიკა


 (დანართი #2)                                                                                                                                                                             



           დანართი#3                               

















 



                                                                                            
















                             

                                                                                                                                                                         

დანართი #4

კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის გაზიარების

მონაწილის უკუკავშირი

1.      გთხოვთ, ათბალიანი სკალის მიხედვით შეაფასოთ წარმოდგენილი საკვლევი საკითხის აქტუალობა

1     2    3   4   5   6   7   8    9   10



2.      რამდენად ამომწურავი და საინტერესო იყო კვლევის პრეზენტაცია თქვენთვის?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



3.      რა მიგაჩნიათ წარმოდგენილი პრეზენტაციის ძლიერ მხარედ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





4.      რას გამოიყენებთ საკუთარ პრაქტიკაში წარმოდგენილი საკითხებიდან?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



5.      რის გაუმჯობესებას გვირჩევთ? როგორ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



6.      რა საკითხის კვლევას გვირჩევთ მომავალში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------







კვლევის გაზიარების რეფლექსია

კვლევის ავტორები:

მარინა ხიზანიშვილი

ნელი ზაქაიძე

კვლევის გაზიარების ინიციატივა წამოვიდა ჩვენგან, კვლევის ავტორების-ნელი ზაქაიძის და მარინა ხიზანიშვილისგან, რადგან იყო ინტერესი სკოლის სხვადასხვა საგნობრივი კათედრების პედაგოგებისგან კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამიზნე ჯგუფად შეირჩა სსიპ ქალაქ მცხეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგები. გაკეთდა განცხადება სამი დღით ადრე, მიეწოდა ინფორმაცია საგნობრივ კათედრებზე კოლეგებს კვლევის შედეგების გაზიარების თარიღის და ადგილის შესახებ, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ჩვენ მიერ გაზიარებული კვლევის პრეზენტაცია. გაზიარება მოხდა  კვლევის დასრულების შემდეგ  ერთჯერადად. მასალა მოვამზადეთ Microsoft PowerPoint Presentation-ის პროგრამაში, წარდგენის პროცესში სამიზნე ჯგუფთან გვქონდა ინტერაქტიული ურთიერთობა: პრეზენტაციის პარალელურად, განხილული საკითხის ირგვლივ, მსმენელები სვამდნენ შეკითხვებს, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, საუბრობდნენ საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კოლეგების მიერ კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აუდიტორიისგან. წერილობით მოწოდებული უკუკავშირი ეხებოდა როგორც კვლევის სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ მხარეს. უკუკავშირის ეფექტურობას ხელი შეუწყო ჩვენ მიერ აუდიტორიისთვის შეთავაზებულმა სტრუქტურირებულმა კითხვარმა, დანართი#4 სადაც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სახით(ათბალიანი შეფასება, ღია და დახურული კითხვები...) საკვანძო საკითხებზე მონაწილე პედაგოგების უკუკავშირის მოწოდება.

კარგი იქნებოდა, კვლევის პროცესში არაერთგზის გაგვეზიარებინა კვლევის მიმდინარეობა კოლეგებისთვის, მიგვეღო მათგან უკუკავშირი და მუშაობის პროცესში გაგვეთვალისწინებინა მათი რჩევები.

ახალი კვლევის დაგეგმვისას გავითვალისწინებთ უკუკავშირის დროს მიღებულ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში უფრო ვრცლად და დეტალურად აისახოს:

·         მშობელთა როლი და ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში;

·         მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების როლი აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებაში;

·         მოსწავლეთა ჩართულობა ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ აქტივობებში;